← Journal-ში დაბრუნება

ყვავილები და მათი მნიშვნელობა — რას ამბობს შენი თაიგული?

ყვავილების ენა ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე უბრალოდ „წითელი ვარდი = სიყვარული“. ერთი და იგივე ყვავილი სხვადასხვა ფერში, სიტუაციაში ან თაიგულში სრულიად განსხვავებულად შეიძლება აღიქმებოდეს. ამიტომ ქვემოთ მოცემული მნიშვნელობები მკაცრი წესები არ არის — უფრო ის ემოციებია, რომლებთანაც ეს ყვავილები ხშირად ასოცირდება. და საბოლოოდ, context ყოველთვის იგებს.

ერთი და იგივე თაიგული შეიძლება ამბობდეს „მიყვარხარ“, „მადლობა“ ან უბრალოდ „დღეს შენზე ვიფიქრე“.

ვარდები — ყველაზე ნათელი მესიჯი, მაგრამ ფერი ყველაფერს ცვლის

ვარდები ალბათ ყველაზე ცნობადი „ემოციური“ ყვავილია. წითელი ვარდები — სიყვარული, ვნება და აშკარა რომანტიკული ინტერესი. ვარდისფერი — სიმპათია, სითბო და უფრო რბილი რომანტიკა. თეთრი — სისუფთავე, სიმშვიდე და ელეგანტურობა. ყვითელი — სიხარული, მეგობრობა და თბილი ენერგია. ანუ უბრალოდ „ვარდები“ ჯერ კიდევ ნახევარი პასუხია. ფერი ხშირად მეორე ნახევარს ამბობს.

ვარდების კატალოგი

რამდენი ვარდი უნდა აჩუქო?

პიონები — romantic without trying too hard

პიონებს რბილი, მოცულობითი და ძალიან რომანტიკული ვიზუალი აქვს. ისინი ხშირად ასოცირდება სიყვარულთან, ბედნიერებასთან, კეთილდღეობასთან და ახალ ეტაპთან. ამიტომ პიონები განსაკუთრებით კარგად მუშაობს მაშინ, როცა გინდა თაიგული რომანტიკული იყოს, მაგრამ კლასიკური წითელი ვარდების vibe არ გინდა. ძალიან Pinterest-ია. კარგ მნიშვნელობაში.

ჰორტენზია — მადლიერება და ემოცია

ჰორტენზიის დიდი, მოცულობითი ყვავილი თაიგულს მაშინვე განსაკუთრებულ ხასიათს აძლევს. მას ხშირად მადლიერებასთან, გულწრფელ ემოციასთან და დაფასებასთან აკავშირებენ. კარგი არჩევანია მაშინ, როცა მესიჯი მხოლოდ რომანტიკა არ არის — მაგალითად, მადლობა, მნიშვნელოვანი ადამიანი ან უბრალოდ ძალიან thoughtful საჩუქარი.

ლილიები — ელეგანტური და ცოტა დრამატული

ლილიებს მშვიდი ყვავილის ხასიათი ნამდვილად არ აქვს. დიდი ფორმა და გამოკვეთილი ვიზუალი მათ უფრო ელეგანტურ და დრამატულ თაიგულებში კარგად მუშაობს. ლილიები ხშირად ასოცირდება სილამაზესთან, სისუფთავესთან და აღფრთოვანებასთან. თუ გინდა თაიგული ოთახში შესვლისთანავე შეამჩნიონ — კარგი კანდიდატია.

მზესუმზირა — უბრალოდ კარგი ენერგია

მზესუმზირას რთული ინტერპრეტაცია თითქმის არ სჭირდება. მისი ფერი და ფორმა ავტომატურად სითბოს, პოზიტივს, ენერგიას და სიხარულს ქმნის. ეს განსაკუთრებით კარგი არჩევანია მეგობრისთვის, დაბადების დღისთვის ან მაშინ, როცა გინდა საჩუქარი romantic-ზე მეტად happy იყოს.

ეუსტომა — delicate, calm, underrated

ეუსტომა, რომელსაც lisianthus-ის სახელითაც შეხვდები, უფრო მშვიდი და დახვეწილი ყვავილია. მას ხშირად დაფასებასთან, მადლიერებასთან და ნაზ ემოციასთან აკავშირებენ. ძალიან კარგად მუშაობს თაიგულებში, სადაც გინდა რომანტიკა იყოს, მაგრამ ყველაფერი ცოტა უფრო effortless ჩანდეს.

ალსტრომერია — მეგობრობა და ერთგულება

ალსტრომერია ხშირად მეგობრობასთან, მხარდაჭერასთან და ერთგულებასთან ასოცირდება. ამიტომ ის მხოლოდ რომანტიკული საჩუქრისთვის არ არის. კარგი არჩევანია მეგობრისთვის, ოჯახის წევრისთვის ან მადლობის სათქმელად — განსაკუთრებით ფერად, მსუბუქ თაიგულში.

გიფსოფილა — პატარა ყვავილი, დიდი სიყვარული

გიფსოფილა ხშირად სხვა ყვავილების ფონად გვხვდება, მაგრამ დამოუკიდებლადაც ძალიან ძლიერი ვიზუალი აქვს. ის სიმსუბუქესთან, სიწმინდესთან და ნაზ გრძნობებთან ასოცირდება. და თუ ადამიანს minimal, clean aesthetic უყვარს, ზოგჯერ გიფსოფილას თაიგული ბევრად უკეთესი არჩევანია, ვიდრე ათობით სხვადასხვა ყვავილის მიქსი.

ქრიზანთემა — აქ კულტურას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს

ქრიზანთემის მნიშვნელობა განსაკუთრებით იცვლება კულტურისა და ფერის მიხედვით. ზოგ ქვეყანაში ის სიხარულთან, მეგობრობასთან და ხანგრძლივ ცხოვრებასთან ასოცირდება, სხვაგან კი უფრო სამგლოვიარო კონტექსტში გამოიყენება. ამიტომ ეს კარგი მაგალითია იმისა, რატომ არ უნდა მივუდგეთ „ყვავილების მნიშვნელობას“ როგორც უნივერსალურ ლექსიკონს. ვის უგზავნი, სად და რატომ — ყოველთვის მნიშვნელოვანია.

ფერი ზოგჯერ თვითონ ყვავილზე მეტსაც ამბობს

ძალიან მარტივად: წითელი — ვნება, სიყვარული, ძლიერი ემოცია. ვარდისფერი — სინაზე, სიმპათია, აღფრთოვანება. თეთრი — სისუფთავე, სიმშვიდე, ელეგანტურობა. ყვითელი — სიხარული, მეგობრობა, ენერგია. იასამნისფერი — განსაკუთრებულობა, mystery, უფრო luxurious mood. მაგრამ ისევ: ეს მათემატიკა არ არის. ადამიანის საყვარელი ფერი ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ინტერნეტში ნაპოვნი „ოფიციალური მნიშვნელობა“.

და რას ამბობს მთლიანად თაიგული?

აი აქ ხდება ყველაზე საინტერესო ნაწილი. თაიგულის მნიშვნელობას ერთი ყვავილი არ ქმნის. დიდი წითელი ვარდების კომპოზიცია სრულიად სხვა მესიჯია, ვიდრე ერთი წითელი ვარდი. თეთრი ლილიებისა და ვარდების თაიგულს სხვა mood აქვს, ვიდრე მზესუმზირისა და ალსტრომერიის ფერად მიქსს. ზომა, ფერები, შეფუთვა, შემთხვევა და ადამიანი, ვისაც უგზავნი — ყველაფერი ერთად ქმნის მესიჯს. ამიტომ კარგი თაიგულის არჩევისას კითხვა მხოლოდ „რომელი ყვავილი რას ნიშნავს?“ არ უნდა იყოს. უკეთესი კითხვაა: „რას მინდა გრძნობდეს, როცა ამას მიიღებს?“

როგორ ავარჩიოთ ყვავილების თაიგული?


თუ უკვე იცი, რას გინდა რომ შენი თაიგული ამბობდეს, შემდეგი ნაბიჯი უბრალოდ სწორი ყვავილების არჩევაა. Velaré-ზე შეგიძლია შეარჩიო სხვადასხვა სტილის თაიგულები და ყვავილების მიტანა თბილისში სასურველ დროს დაგეგმო. ზოგჯერ ერთი სწორად შერჩეული ყვავილი უფრო მეტს ამბობს, ვიდრე ყველაზე დიდი თაიგული.

თაიგულები

ყვავილების მიტანა თბილისში