← Journal-ში დაბრუნება

ყვავილები პირველ პაემანზე: კარგი იდეა თუ ზედმეტი ჟესტი?

ყვავილები პირველ პაემანზე შეიძლება ძალიან კარგი იდეა იყოს. შეიძლება ცოტა ზედმეტიც. განსხვავება ძირითადად ერთ რამეშია: ჟესტი უნდა ამბობდეს „შენზე ვიფიქრე“ და არა „ჩვენი ქორწილი უკვე დავგეგმე“.

მაშ, წავიღო ყვავილები?

თუ ბუნებრივად გეჩვენება — კი. პატარა თაიგული კარგი გზაა აჩვენო, რომ შეხვედრას უბრალოდ კიდევ ერთ საღამოდ არ უყურებ. განსაკუთრებით თუ უკვე იცი, რომ ყვავილები უყვარს ან ერთხელ მაინც ახსენა თავისი საყვარელი ყვავილი.

რა ყვავილები ჯობს?

თუ მისი საყვარელი ყვავილი იცი — არჩევანიც დასრულებულია. თუ არა, keep it simple. ვარდისფერი ვარდები — რომანტიკული, მაგრამ არა ზედმეტად. ტიტები — სუფთა, თანამედროვე და მინიმალისტური. სპრეი ვარდები ან პატარა სეზონური მიქსი — ბუნებრივი და მარტივი. პირველ პაემანზე თაიგული არ უნდა ცდილობდეს მთელი სიყვარულის ისტორიის მოყოლას.


Velaré-ზე შეგიძლია შეარჩიო სხვადასხვა სტილის თაიგული და ყვავილების მიტანა თბილისში სასურველ დროს დაგეგმო. ერთი წესი შეკვეთამდე: აირჩიე არა ყველაზე დიდი თაიგული — აირჩიე ის, რომელიც ყველაზე მეტად მას ჰგავს.